top of page

წესები და პირობები

კურსის შეძენის გასაგრძელებლად აუცილებელია გაეცნოთ წესებსა და პირობებს და დაეთანხმოთ მათ.

ზოგადი ინფორმაცია

ეს პირობები არეგულირებს Anuki Events & Weddings-ის მიერ შეთავაზებული ონლაინ ტრენინგის შეძენასა და გამოყენებას.

ტრენინგის შეძენით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.

2

ტრენინგის აღწერა

ტრენინგი წარმოადგენს ონლაინ საგანმანათლებლო პროდუქტს, რომელიც მოიცავს წინასწარ ჩაწერილ ვიდეო მასალებს და, პაკეტიდან გამომდინარე, დამატებით კომუნიკაციას ან კონსულტაციას.

წვდომა გაიცემა კონკრეტული ვადით, რომელიც მითითებულია შესაბამის პაკეტში.

3

გადახდა

ტრენინგის სრული საფასურის გადახდა აუცილებელია წვდომის გასააქტიურებლად.

 

გადახდა ხდება ერთჯერადად, თუ სხვა პირობები დამატებით არ არის განსაზღვრული.

4

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

ტრენინგი წარმოადგენს ციფრულ პროდუქტს, რომლის წვდომაც აქტიურდება შეძენისთანავე.

ტრენინგის შეძენის შემდეგ გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.

გადახდის განხორციელებით თქვენ ადასტურებთ, რომ:

  • გაეცანით კურსის აღწერას და პროგრამას

  • სრულად აცნობიერებთ პროდუქტის ფორმატს

  • ეთანხმებით არარეფანდირებად პოლიტიკას

5

წვდომა და გამოყენება

ტრენინგზე წვდომა განკუთვნილია მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის.

აკრძალულია:

  • ანგარიშის გაზიარება მესამე პირებთან

  • ვიდეო მასალის გადაცემა, გადმოწერა ან გავრცელება

  • კურსის კომერციული გამოყენება ნებართვის გარეშე

კომპანია იტოვებს უფლებას შეზღუდოს წვდომა წესების დარღვევის შემთხვევაში.

6

ინტელექტუალური საკუთრება

ტრენინგში წარმოდგენილი ყველა მასალა (ვიდეო, ტექსტი, სტრუქტურა, კონცეფცია) წარმოადგენს Anuki Events & Weddings-ის ინტელექტუალურ საკუთრებას.

 

ნებისმიერი ტიპის კოპირება ან გამოყენება ნებართვის გარეშე აკრძალულია.

7

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ტრენინგი წარმოადგენს საგანმანათლებლო პროდუქტს და მისი მიზანია ცოდნის გაზიარება.

Anuki Events & Weddings არ იღებს პასუხისმგებლობას:

  • მომხმარებლის მიერ მიღებული შედეგებზე

  • ბიზნესის წარმატებაზე ან ფინანსურ შედეგებზე

შედეგები დამოკიდებულია ინდივიდუალურ მუშაობაზე და ცოდნის გამოყენებაზე.

8

ცვლილებები

კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები პირობებში.

განახლებული ვერსია ავტომატურად ვრცელდება ყველა მომხმარებელზე.

bottom of page