top of page
DJI_0923.jpg

Our company offers full-service event planning, covering every aspect of your wedding—from concept development and vendor coordination to complete management and logistics, anywhere in Georgia.

 

First and foremost, it’s important to mention that we work exclusively with premium weddings. This means we focus on creating exceptional, distinctive, and unforgettable designs, alongside top-tier planning and execution.

 

We never reuse previous ideas or existing setups. Our goal isn’t to work with what we already have, but rather to create something entirely new for each couple. We believe that every wedding should reflect the couple’s personality and dreams, and be as unique as their love story.

 

If you’re dreaming of a wedding that’s truly one of a kind and want to create unforgettable memories — then you’ve come to the right place.

რას ნიშნავს ქორწილის სრული ორგანიზება?

  • ქორწილის ორგანიზება ნიშნავს, რომ აბსოლიტურად ყველა საორგანიზაციო საკითხი გვბარდება ჩვენ და ვზრუნავთ ქორწილის შემადგენელი პუნქტების გამართულობაზე, მომსახურე პერსონალის (ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, წამყვანი, დიზაინერი, მუსიკოსები და სხვა) მხრიდან დაპირებული, შეთანხმებული პუნქტების, დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე.​​

  • ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი ასევე ერთვება ლოკაციის შერჩევის, მენიუს შედგენის პროცესში, კომუნიკაცია გვაქვს რესტორანთან, შეფთან, სერვისთან - მიმდინარე საკითხების დასაზუსტებლად, იმ შემთხვევაში თუ ვთვლით, რომ ჩვენი ჩარევა აუცილებელია.       

  • ჩვენი კომპანიის კომპეტენციაში ასევე შედის სტუმრების სიის შედგენა, მაგიდების განაწილება, დანომრვა, უშუალოდ ქორწილის დღეს სტუმრების დახვედრა, გადანაწილება როგორც ცერემონიის ზონაში, ასევე ვახშმის ზონაში, წინასწარ შედგენილი სიისა და განლაგების სქემის მიხედვით.

  • ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის შემდეგი პუქნტები: საღამოს პროგრამის / სცენარის დასწერა და რაც მთავარია მოცემული პუნქტების კონტროლი, დროის მენეჯმენტი. მუსიკოსებთან,  მოცეკვავეებთან, წამყვანთან კომუნიკაცია პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - (მუსიკალური პროგრამა, სადღეგრძელოები, ცეკვა, თამაშები სხვა აქტივობები) დაგეგმვა და განხორციელება, სიზუსტის კონტროლი.   

  • ასევე, ქორწილის დღის გეგმის შედგენა, დღის განმავლობაში მოვლენების ორგანიზება, ფოტოსესიის, ცერემონიის, ჯვრისწერისა და სხვა მნიშვნელოვანი ლოკაციების მიხედვით ლოგისტიკა.​

  • მნიშნველოვანი მოვლენების კონტროლი და მენეჯმენტი, როგორიც არის: პირველი ცეკვა, ტორტის გაჭრა, თაიგულის სროლა. აღნიშნულ მომენტებში დამატებითი სპეცეფექტების არსებობის შემთხვევაში ამ პროცესის კონტროლი, როგორიც არის - ფეიერვეკრის, შუშხუნების, სხვა სპეცეფექტების დროული მობილიზება.    

  • ორგანიზების ჰონორარში შედის დამატებითი კოორდინატორები სხვადასხვა ზონების საკონტროლებლად. მათი რაოდენობა დადგინდება ქორწილის მასშტაბისა და გეგმის მიხედვით, იგულისხმება კოორდინატორი სტუმრების დახვედრის დროს, საღამოს არტისტების კონტროლისთვის, დილით პატარძალთან, ცერემონიის ზონაში, ფოტოსესიის დროს და ა.შ.

  • ჩვენი მუშაობა იწყება შეთანხმების მომენტიდან ქორწილის დღემდე და უშუალოდ ქორწილის დღის დასრულებამდე და აბსოლიტურად ყველანაირი საორგანიზაციო საკითხის მენეჯმენტს მოიცავს​.

რა არის ჩვენი ჰონორარი ქორწილის სრული ორგანიზებისთვის?

33.jpg

Our wedding budgets

Our fee, as the total budget of the event, depends on the number of guests, date/period, city/region  and of course the scale of the wedding. The final amount of our fee is determined by the complexity and scope of the work we do and is 15-20% of the full wedding budget, of course there is a lower limit. 

 

*The annual number of weddings with us is limited, we focus on quality, not quantity, therefore we cannot agree to any event, the individuality and difference of the event is important to us, because this is our approach, we create only unique concepts! 

როგორ იწყება ჩვენთან თანამშრომლობა და რა ეტაპებს გადის წყვილი

  • პირველ ეტაპზე ხდება თქვენი ქორწილის დეტალების დაზუსტება (ლოკაცია, სტუმრების რაოდენობა, თარიღი) რის შემდეგაც თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი საწყისი ზღვარი.

  • თუ ეს ბიუჯეტი ახლოს იქნება თქვენს წარმოდგენებთან, ამის შემდეგ გეგზავნებათ დეტალური განფასება, სადაც ყველა პუნქტი არის აღწერილი და მითითებულია თითოეული მომსახურების მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება.

  • საწყისი ბიუჯეტის შეთანხმების შემდეგ აუცილებლად ფორმდება ხელშეკრულება, სურვილისამებრ ნებისმიერ ენაზე.

  • ჩვენი დაჯავშნისთვის აუცილებელია პირველ რიგში ჩვენი ჰონორარის 50% გადახდა, იმისთვის, რომ დავჯავშნოთ თქვენი თარიღი და გუნდმა დაიწყოს თქვენს ქორწილზე მუშაობა.

  • მეორე ეტაპი არის სრული ბიუჯეტის 50% ის გადახდა, რაც მოიცავს ყველა ჩამოთვლილი სერვისის ავანსს, როგორიც არის ლოკაცია, ფოტო-ვიდეო მომსახურება, ბენდი, გაფორმება და ა.შ.

  • ლოკაციის ან სხვა მომსახურებების შერჩევა/დაჯავშნა იწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც გაფორმდა ხელშეკრულება და მოხდა ჩვენი ჰონორარის გადახდა.

  • ფორმალური საკითხების გავლის შემდეგ იწყება ჩამოთვლილი სერვისების დაჯავშნა (იგულისხმება ფოტო,ვიდეო, წამყვანი და ა.შ. ყველა პერსონალის არჩევა, განხილვა და მოლაპარაკებების წარმოება)

  • ჩამოთვლილი ძირითადი პერსონალის შერჩევა-დაჯავშნის შემდეგ იწყება ქორწილის სცენარის და მუსიკალური პროგრამის შედგენა, მენიუს საკითხების ორგანიზება და სხვა.

  • პარალელურად მიმდინარეობს თქვენი ქორწილის კონცეფციაზე მუშაობა, ანუკი და მისი კრეატიული გუნდი იწყებს ლოკაციაზე, თქვენს პიროვნულ მახასიათებლებზე და სურვილებზე დაყრდნობით დიზაინის ელემენტების დამუშავებას და ინდივიდუალური კონცეფციის შემუშავებას.

  • მასშტაბური ქორწილის დაგეგმვისთვის საჭირო მინიმალური დრო არის 3 თვე, ყველაზე ოპტიმალური 6-8 თვე ხოლო იდეალური სურათი არის 12 თვე და ზემოთ, დამოკიდებულია ქორწილის მასშტაბზე. 

ჩვენი მომსახურებების დეტალური აღწერა

რა შედის ჩვენს მომსახურებაში?

M&K (601 2)  (3).jpg

1

ლოკაცია / ვახშამი 

  • ვახშმის ლოკაციის შერჩევა

  • ხელისმოწერის ლოკაციის შერჩევა

  • ფოტოსესიის ლოკაციების შერჩევა

  • მენიუს შედგენა და მომსახურების კონტროლი / მენეჯმენტი

  • ფურშეტი ცერემონიის დროს

  • Cocktail hour 

  • ტორტი და ტკბილი ზონა

  • გასვლითი ქეითერინგის ორგანიზება (იმ შემთხვევაში, თუ ვარჩევთ კერძო ტერიტორიას და არა რესტორანს)

2

გართობა და შოუ-პროგრამა

  • Cover ბენდი

  • დიჯეი

  • წამყვანი

  • პროფესიონალური აპარატურა/განათება/ლედ ეკრანი

  • კლასიკური მუსიკა ცერემონიის დროს (საქსაფონი, ვიოლინო, არფა, კვარტეტი ან ორკესტრი) 

  • ქართული მრავალხმიანობა

  • ქართულის მოცეკვავეები

  • უცხოური ცეკვები

  • ცნობილი ქართველი არტისტი/მომღერალი

  • ცნობილი უცხოელი შემსრულებლის მოწვევა

  • შოუს ელემენტები (მიმები, ოჩოფეხები, კოსტიუმირებული სანახაობა, ილუზიონისტები და სხვა) 

  • სპეცეფექტები: ღამის ფეიერვერკი, დღის ფერადი ფეიერვერკი, შუშხუნები, კონფეტი, ბოლი, ლაზერი, დრონების შოუ - სხვა ექსკლუზიური დეტალები

  • ქორწილის პერსონალიზირებული რეჟისურა, სანახაობრივი დადგმები

3

ქორწილის გაფორმება და დეკორაცია

  • ვახშმის ზონის დეკორი (სტუმრების მაგიდების გაფორმება, სიძე-პატარძლის სივრცე, ჭერის დეკორი)

  • ხელისმოწერის ცერემონიის სივრცის გაფორმება (თაღი, შესასვლელი ბილიკი, სკამები, სხვა აქსესუარები)

  • Welcome ზონის გაფორმება, დახვედრა სტუმრებისთვის

  • დამატებითი ფოტო ზონები 

  • განსხვავებული ინვენტარი (მაგიდები, სკამები, ჭურჭელი, ტექსტილი და სხვა)

  • ბეჭდური მასალები (სტუმრების სია, მადლობის ბარათები, მოსაწვევები, მაგიდის სანომრეები და სხვა)

დეკორის ზონების დეტალური ჩამონათვალის სანახავად გაეცანით საიტზე არსებულ გვერდს Design & Concept

M&K (601 2)  (9).jpg

4

ფოტო-ვიდეო გადაღება

  • ფოტოგრაფი

  • ვიდეოგრაფი

  • დრონი

  • ქორწილის კონტენტ კრეატორი

  • Photo Bus

  • Photo Booth

5

სასტუმრო / ტრანსფერები / Guest management

  • სასტუმროს დაჯავშნა სტუმრებისთვის

  • სასტუმროს დაჯავშნა წყვილისთვის

  • Guest Management / concierge service / RSVP

  • მანქანა წყვილისთვის

  • ტრანსფერები სტუმრებისთვის

6

დამატებითი მომსახურებები

  • მაკიაჟი და ვარცხნილობა პატარძლისთვის, სატესტო ვიზიტის დაგეგმვა

  • მაკიაჟი და ვარცხნილობა სტუმრებისთვის (სალონის მოწყობა ქორწილის ლოკაციაზე) 

  • კაბა პატარძლისთვის

  • კოსტიუმი სიძისთვის

  • ცეკვის შესწავლა წყვილისთვის

  • ანიმატორები, საბავშვო ზონა

  • მასტერკლასები და დეგუსტციები ქორწილის წინა ან მეორე დღეს 

  • Welcome ვახშამი ქორწილის წინა დღეს

  • Wedding rehearsal  

  • ქორწილის მეორე დღის წვეულება pool party / barbecue 

  • ტურისა და აქტივობების დაგეგმვა სტუმრებისთვის ქორწილამდე ან ქორწილის შემდეგ

Let's start planning your dream wedding

bottom of page