.jpg)
ჩვენ ვქმნით მხოლოდ პრემიუმ და არასტანდარტულ ღონისძიებებს, სადაც ყოველი დეტალი ინდივიდუალურად ირჩევა და იქმნება განუმეორებელი დიზაინი თითოეული მათგანისთვის.
წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ღონისძიებაზე ვმუშაობთ, რაც საშუალებას გვაძლევს სრულად დავუთმოთ ყურადღება თითოეულ დეტალსა და დამკვეთს. ჩვენთვის მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.
თუ გამორჩეული და შთამბეჭდავი ღონისძიება გაქვთ ჩაფიქრებული, მაშინ სწორად მოგვაგენით!
არ ვიმეორებთ ქორწილებს და გამოყენებულ დეკორაციებს, ყოველთვის ვქმნით უნიკალურ დიზაინს თითოეული დამკვეთისთვის.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, წინასწარ იღებთ ღონისძიების 3D ვიზუალიზაციას (რაც გულისხმობს დეკორის ზონების ზუსტ ილუსტრირებას, პრეზენტაციას და ზონების სქემებს, მაგიდების განლაგების ნახაზებს), რათა დეტალურად აღიქვათ საბოლოო ვიზუალი.
ჩვენ არ ვაკეთებთ, მარტივ, უბრალო და ბიუჯეტურ ვერსიებს, რადგანაც ასეთი მიდგომით ვერ მივიღებთ იმ დაუვიწყარ შედეგს რასაც ჩვენს ნამუშევრებში ხედავთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გვაქვს ქვედს საწყისი ზღვარი, რის ქვემოთაც ვერ ვმუშაობთ.
ჩვენი დიზაინი საკმაოდ ბევრ ზონას მოიცავს, სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი ღირებულება, ეს არ არის მცირედი ზედაპირული ჩარევა, ნებისმიერ ქორწილს ასე მასშტაბურად ვუყურებთ და ყველა ზონაზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ.

ქორწილის დიზაინი, გაფორმება, კონცეფციის შემუშავება
გაფორმების შეკვეთის შემთხვევაში, ჩვენ ვეხებით ყველა ზონას და ყველა დეტალზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ, შესაბამისად ჩვენს შეთავაზებაში შედის
ვახშმის ზონა:
-
სიძე/პატარძლის მაგიდის გაფორმება, სტანდარტული მაგიდა, უკანა ფონის დეკორი, მაგიდის წინა მხარის გაფორმება ყვავილებით, სანთლებით (შესაძლოა ეს მაგიდა იდგეს შემაღლებულ პოდიუმზე, ან თვითონ მაგიდაც იყოს არასტანდარტული ზომისა და ფორმის)
-
ჭერის გაფორმება საცეკვაო მოედნის თავზე, განათებებით, ყვავილებით, ტექსტილით, ჭაღებით ან განსხვავებული დეკორით - ასევე ჭერის მაგივრად შესძლებელია გაფორმდეს სივრცეში სხვა ზონები, შევქმნათ დამატებითი დეკორის დეტალები. ან გაფორმდეს ჭერი სრულად - ღია სივრცის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს განათებები, ტექსტიილი ან ჭაღები
-
სტუმრების მაგიდების გაფორმება - მაღალი ან დაბალი სადგამები ყვავილებით, სანთლებით (მაგიდების ნაწილზე შესაძლოა მხოლოდ შანდლები)
-
მაგიდები - მართკუთხა, მრგვალი ან სერპანტინის ფორმის დახვეული (საჭიროების შემთხვევაში)
-
განსხვავებული გადასაფარებლები და ხელსახოცები ქორწილის სტილისა და ფერთა გამის შესაბამისად
-
ხელსახოცის ბეჭდები (საჭიროების შემთხვევაში)
-
ხელსახოცზე მცირე დეკორი
-
ბეჭდური მასალები: თეფშის ქვეშ დასადები, თეფშის ზემოდან thank you card, მაგიდის სანომრე, nametag - რომელიმე ამ დეტალიდან ან ყველა, საჭიროების შემთხვევაში
-
განსხვავებული სკამები ვახშმის ზონაში
-
განსხვავებული ჭურჭელი ან ჭურჭლის ნაწილი
-
სტუმრების სიის დაფა დეკორით (განსხვავებული დიზაინი და არა სტანდარტული მოლბერტზე)
ხელისმოწერის სივრცე:
13. თაღის გაფორმება (ნებისმიერი სტილის, ზომისა და ფორმის)
14. მრგვალი ან მართკუთხა პოდიუმი თაღთან - შემაღლებით ან ამაღლების გარეშე
15. შესასვლელი ბილიკის გაფორმება ყვავილებით
16. მყარი ბილიკი - ამაღლებით ან ამაღლების გარეშე
17. სკამების გაფორმება
18. თაიგული პატარძლისთვის, ბუტონერი სიძისთვის
19. კონფეტი კონვერტებში სტუმრებისთვის
20. განსხვავებული სკამები ქორწილის კონცეფციის შესაბამისად
21. Welcome დაფა წყვილის სახელებით
22. სელფი სარკე სასურველი წარწერით
23. სხვადასხვა დამატებითი აქსესუარები: სურვილების კუთხე: წიგნაკი, პოლაროიდი, და სხვა ექსკლუზიური იდეები, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან შეგხვდებათ
24. შამპანურის გაშლილი ჭიქები პირამიდისთვის
25. კალათები flower girls
27. ქოლგები და მარაოები ცერემონიის ზონაში
დამატებითი პუნქტები მოთხოვნის მიხედვით:
-
მყარი განსხვავებული საცეკვაო მოედნის დაგება საჭიროების შემთხვევაში
-
სრული სივრცის იატაკით შეფუთვა საჭიროების შემთხვევაში
-
დამატებითი კედლების შექმნა სივრცეში თუ სივრცეში გვსურს რაიმეს დაფარვა
-
ფოტო ზონა
-
ქოლგები ცერემონიის ან მიღების ზონაში
-
ლაუნჯ ზონისთვის ავეჯი
-
თაიგულები და ბუტონერები მეჯვარეებისთვის
-
ტორტის ზონის გაფორმება
-
ტკბილი ზონის გაფორმება
-
ბარის გაფორმება (არსებული ან ჩვენი მხრიდან)
-
სტუმრებისთვის საჩუქრები
*ყველა ჩამოთვლილი ინვენტარი ჩვენს საკუთრებაშია და გვაქვს მრავაფეროვანი არჩევანი როგორც სკამების, ასევე ჭურჭლის და ტექსტილის რასაც ვარჩევთ კატალოგიდან, ასევე გვაქვს შოურუმი სადაც ადგილზე ხედავთ ყველაფერს. განსხვავებული ფერის და სტილის შერჩევის შემთხვევაში დეკორი იქმნება პერსონალურად თქვენთვის თქვენი ქორწილის ფერთა გამაზე და კონცეფციაზე მორგებით


%203.jpg)
