
ჩვენი კომპანიის მომსახურებაში შედის ღონისძიების სრული ორგანიზება, რაც მოიცავს ქორწილის შემადგენელი პუნქტების დაგეგმვას, კონტროლს, მენეჯმენტსა და ლოგისტიკას მთელი საქართველოს მასშტაბით.
-
ჩვენ გეხმარებით ბიუჯეტის სწორად და სტრატეგიულად დაგეგმვაში.
-
ვარჩევთ ლოკაციას, რომელიც რეალურად შეესაბამება თქვენს ხედვას.
-
ვარჩევთ და ვაკონტროლებთ ყველა მომწოდებელს: ფოტოგრაფს, ვიდეოგრაფს, მუსიკას და ყველა სხვა დეტალს.
-
ვქმნით დიზაინის კონცეფციას, რომელიც მორგებულია სივრცესა და თქვენს ისტორიაზე.
-
ვწერთ დღის დეტალურ სცენარს.
-
ვმართავთ კომუნიკაციას.
-
ვაკონტროლებთ პროცესს და ლოჯისტიკას ქორწილის დღეს.
ჩვენ ვქმნით ისეთ დღესასწაულებს, რომლებზეც წლობით ლაპარაკობენ.
სრული ორგანიზება ნიშნავს იდეიდან რეალიზაციამდე ყველაფრის პროფესიულ მართვას ,სადაც შედეგი არა უბრალოდ ლამაზი გარემო, არამედ გააზრებული, ჰარმონიული და გამორჩეული დღესასწაულია - რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.
სწორედ ეს არის განსხვავება უბრალო ქორწილსა და მაღალი კლასის გამოცდილებას შორის.
თუ თქვენც ასეთ ქორწილზე ოცნებობთ და გინდათ, რომ დაუვიწყარი მოგონებები შექმნათ, მაშინ სწორად მოგვაგენით!
რას ნიშნავს ქორწილის სრული ორგანიზება?
-
ქორწილის ორგანიზება ნიშნავს, რომ აბსოლიტურად ყველა საორგანიზაციო საკითხი გვბარდება ჩვენ და ვზრუნავთ ქორწილის შემადგენელი პუნქტების გამართულობაზე, მომსახურე პერსონალის (ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, წამყვანი, დიზაინერი, მუსიკოსები და სხვა) მხრიდან დაპირებული, შეთანხმებული პუნქტების, დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე.
-
ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი ასევე ერთვება ლოკაციის შერჩევის, მენიუს შედგენის პროცესში, კომუნიკაცია გვაქვს რესტორანთან, შეფთან, სერვისთან - მიმდინარე საკითხების დასაზუსტებლად, იმ შემთხვევაში თუ ვთვლით, რომ ჩვენი ჩარევა აუცილებელია.
-
ჩვენი კომპანიის კომპეტენციაში ასევე შედის სტუმრების სიის შედგენა, მაგიდების განაწილება, დანომრვა, უშუალოდ ქორწილის დღეს სტუმრების დახვედრა, გადანაწილება როგორც ცერემონიის ზონაში, ასევე ვახშმის ზონაში, წინასწარ შედგენილი სიისა და განლაგების სქემის მიხედვით.
-
ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის შემდეგი პუქნტები: საღამოს პროგრამის / სცენარის დასწერა და რაც მთავარია მოცემული პუნქტების კონტროლი, დროის მენეჯმენტი. მუსიკოსებთან, მოცეკვავეებთან, წამყვანთან კომუნიკაცია პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - (მუსიკალური პროგრამა, სადღეგრძელოები, ცეკვა, თამაშები სხვა აქტივობები) დაგეგმვა და განხორციელება, სიზუსტის კონტროლი.
-
ასევე, ქორწილის დღის გეგმის შედგენა, დღის განმავლობაში მოვლენების ორგანიზება, ფოტოსესიის, ცერემონიის, ჯვრისწერისა და სხვა მნიშვნელოვანი ლოკაციების მიხედვით ლოგისტიკა.
-
მნიშნველოვანი მოვლენების კონტროლი და მენეჯმენტი, როგორიც არის: პირველი ცეკვა, ტორტის გაჭრა, თაიგულის სროლა. აღნიშნულ მომენტებში დამატებითი სპეცეფექტების არსებობის შემთხვევაში ამ პროცესის კონტროლი, როგორიც არის - ფეიერვეკრის, შუშხუნების, სხვა სპეცეფექტების დროული მობილიზება.
-
ორგანიზების ჰონორარში შედის დამატებითი კოორდინატორები სხვადასხვა ზონების საკონტროლებლად. მათი რაოდენობა დადგინდება ქორწილის მასშტაბისა და გეგმის მიხედვით, იგულისხმება კოორდინატორი სტუმრების დახვედრის დროს, საღამოს არტისტების კონტროლისთვის, დილით პატარძალთან, ცერემონიის ზონაში, ფოტოსესიის დროს და ა.შ.
-
ჩვენი მუშაობა იწყება შეთანხმების მომენტიდან ქორწილის დღემდე და უშუალოდ ქორწილის დღის დასრულებამდე და აბსოლიტურად ყველანაირი საორგანიზაციო საკითხის მენეჯმენტს მოიცავს.
რა არის ჩვენი ჰონორარი ქორწილის სრული ორგანიზებისთვის?

როგორ ანგარიშდება ჩვენი ჰონორარი?
ჩვენი ჰონორარი, როგორც ღონისძიების სრული ბიუჯეტი, დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე, თარიღზე/ პერიოდზე, ქალაქზე/რეგიონზე და რა თქმა უნდა ქორწილის მასშტაბზე. ჩვენი ჰონორარის საბოლოო თანხა განისაზღვრება ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოს სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე და შეადგენს ქორწილის სრული ბიუჯეტს 20% - ს, რა თქმა უნდა არსებობს ქვედა ზღვარი, რომელიც ასევე განისაზღვრება ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების მიხედვით.
ქორწილის სრულ ბიუჯეტში იგულისხმება:
- ლოკაცია, მენიუ
- გაფორმება
- ფოტო-ვიდეო მომსახურება
- ბენდი / დიჯეი
- აპარატურა / განათება
- ფეიერვერკი / პიროტექნიკა
- ტორტი
- მაკიაჟი და ვარცხნილობა
და სხვა ყველა პუნქტი რაც დამენეჯმენტებული იქნება ჩვენი მხრიდან და რაზეც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას

როგორ იწყება ჩვენთან თანამშრომლობა და რა ეტაპებს გადის წყვილი
-
პირველ ეტაპზე ხდება თქვენი ქორწილის დეტალების დაზუსტება (ლოკაცია, სტუმრების რაოდენობა, თარიღი) რის შემდეგაც თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი საწყისი ზღვარი.
-
თუ ეს ბიუჯეტი ახლოს იქნება თქვენს წარმოდგენებთან, ამის შემდეგ გეგზავნებათ დეტალური განფასება, სადაც ყველა პუნქტი არის აღწერილი და მითითებულია თითოეული მომსახურების მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება.
-
საწყისი ბიუჯეტის შეთანხმების შემდეგ აუცილებლად ფორმდება ხელშეკრულება, სურვილისამებრ ნებისმიერ ენაზე.
-
ჩვენი დაჯავშნისთვის აუცილებელია პირველ რიგში ჩვენი ჰონორარის 50% გადახდა, იმისთვის, რომ დავჯავშნოთ თქვენი თარიღი და გუნდმა დაიწყოს თქვენს ქორწილზე მუშაობა.
-
მეორე ეტაპი არის სრული ბიუჯეტის 50% ის გადახდა, რაც მოიცავს ყველა ჩამოთვლილი სერვისის ავანსს, როგორიც არის ლოკაცია, ფოტო-ვიდეო მომსახურება, ბენდი, გაფორმება და ა.შ.
-
ლოკაციის ან სხვა მომსახურებების შერჩევა/დაჯავშნა იწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც გაფორმდა ხელშეკრულება და მოხდა ჩვენი ჰონორარის გადახდა.
-
ფორმალური საკითხების გავლის შემდეგ იწყება ჩამოთვლილი სერვისების დაჯავშნა (იგულისხმება ფოტო,ვიდეო, წამყვანი და ა.შ. ყველა პერსონალის არჩევა, განხილვა და მოლაპარაკებების წარმოება)
-
ჩამოთვლილი ძირითადი პერსონალის შერჩევა-დაჯავშნის შემდეგ იწყება ქორწილის სცენარის და მუსიკალური პროგრამის შედგენა, მენიუს საკითხების ორგანიზება და სხვა.
-
პარალელურად მიმდინარეობს თქვენი ქორწილის კონცეფციაზე მუშაობა, ანუკი და მისი კრეატიული გუნდი იწყებს ლოკაციაზე, თქვენს პიროვნულ მახასიათებლებზე და სურვილებზე დაყრდნობით დიზაინის ელემენტების დამუშავებას და ინდივიდუალური კონცეფციის შემუშავებას.
-
მასშტაბური ქორწილის დაგეგმვისთვის საჭირო მინიმალური დრო არის 3 თვე, ყველაზე ოპტიმალური 6-8 თვე ხოლო იდეალური სურათი არის 12 თვე და ზემოთ, დამოკიდებულია ქორწილის მასშტაბზე.
ჩვენი მომსახურებების დეტალური აღწერა
რა შედის ჩვენს მომსახურებაში?

1
ლოკაცია / ვახშამი
-
ვახშმის ლოკაციის შერჩევა
-
ხელისმოწერის ლოკაციის შერჩევა
-
ფოტოსესიის ლოკაციების შერჩევა
-
მენიუს შედგენა და მომსახურების კონტროლი / მენეჯმენტი
-
ფურშეტი ცერემონიის დროს
-
Cocktail hour
-
ტორტი და ტკბილი ზონა
-
გასვლითი ქეითერინგის ორგანიზება (იმ შემთხვევაში, თუ ვარჩევთ კერძო ტერიტორიას და არა რესტორანს)
2
გართობა და შოუ-პროგრამა
-
Cover ბენდი
-
დიჯეი
-
წამყვანი
-
პროფესიონალური აპარატურა/განათება/ლედ ეკრანი
-
კლასიკური მუსიკა ცერემონიის დროს (საქსაფონი, ვიოლინო, არფა, კვარტეტი ან ორკესტრი)
-
ქართული მრავალხმიანობა
-
ქართულის მოცეკვავეები
-
უცხოური ცეკვები
-
ცნობილი ქართველი არტისტი/მომღერალი
-
ცნობილი უცხოელი შემსრულებლის მოწვევა
-
შოუს ელემენტები (მიმები, ოჩოფეხები, კოსტიუმირებული სანახაობა, ილუზიონისტები და სხვა)
-
სპეცეფექტები: ღამის ფეიერვერკი, დღის ფერადი ფეიერვერკი, შუშხუნები, კონფეტი, ბოლი, ლაზერი, დრონების შოუ - სხვა ექსკლუზიური დეტალები
-
ქორწილის პერსონალიზირებული რეჟისურა, სანახაობრივი დადგმები
3
ქორწილის გაფორმება და დეკორაცია
-
ვახშმის ზონის დეკორი (სტუმრების მაგიდების გაფორმება, სიძე-პატარძლის სივრცე, ჭერის დეკორი)
-
ხელისმოწერის ცერემონიის სივრცის გაფორმება (თაღი, შესასვლელი ბილიკი, სკამები, სხვა აქსესუარები)
-
Welcome ზონის გაფორმება, დახვედრა სტუმრებისთვის
-
დამატებითი ფოტო ზონები
-
განსხვავებული ინვენტარი (მაგიდები, სკამები, ჭურჭელი, ტექსტილი და სხვა)
-
ბეჭდური მასალები (სტუმრების სია, მადლობის ბარათები, მოსაწვევები, მაგიდის სანომრეები და სხვა)
დეკორის ზონების დეტალური ჩამონათვალის სანახავად გაეცანით საიტზე არსებულ გვერდს Design & Concept

4
ფოტო-ვიდეო გადაღება
-
ფოტოგრაფი
-
ვიდეოგრაფი
-
დრონი
-
ქორწილის კონტენტ კრეატორი
-
Photo Bus
-
Photo Booth
5
სასტუმრო / ტრანსფერები / Guest management
-
სასტუმროს დაჯავშნა სტუმრებისთვის
-
სასტუმროს დაჯავშნა წყვილისთვის
-
Guest Management / concierge service / RSVP
-
მანქანა წყვილისთვის
-
ტრანსფერები სტუმრებისთვის
6
დამატებითი მომსახურებები
-
მაკიაჟი და ვარცხნილობა პატარძლისთვის, სატესტო ვიზიტის დაგეგმვა
-
მაკიაჟი და ვარცხნილობა სტუმრებისთვის (სალონის მოწყობა ქორწილის ლოკაციაზე)
-
კაბა პატარძლისთვის
-
კოსტიუმი სიძისთვის
-
ცეკვის შესწავლა წყვილისთვის
-
ანიმატორები, საბავშვო ზონა
-
მასტერკლასები და დეგუსტციები ქორწილის წინა ან მეორე დღეს
-
Welcome ვახშამი ქორწილის წინა დღეს
-
Wedding rehearsal
-
ქორწილის მეორე დღის წვეულება pool party / barbecue
-
ტურისა და აქტივობების დაგეგმვა სტუმრებისთვის ქორწილამდე ან ქორწილის შემდეგ

.jpg)
.jpg)

